SYMBIOSYS OF
PURPOSE & STYLE
Follow us

ძიება

Enamelart.ge

  -  სახელოსნო   -  სკოლა სახელოსნო

2002 წელს გალერეის ბაზაზე დაარსდა მინანქრის სკოლა-სახელოსნო, სადაც ქართული ტიხრული მინანქრის ძველ ტრადიციებზე დაყრდნობით ვითარდება და იხვეწება მინანქრის ხელოვნების ახალი მიმართულებები. 
სახელოსნოში ტიხრული მინანქრის ტექნოლოგია შეისწავლეს როგორც ამ საქმით დაინტერესებულმა პროფესიონალებმა და მოყვარულებმა, ასევე სასულიერო პირებმა, მზრუნველობას მოკლებულმა ბავშვებმა (გალერეის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში) და უცხოელმა მხატვრებმა.
ქართული ტიხრული მინანქრის საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობა გალერეის ერთერთი მთავარი მიმართულებაა. 
გალერეა “ორნამენტი”თან არსებული სკოლა სახელოსნო  დღემდე მინანქრის ხელოვნების ერთადერთი სპეციალიზირებული დაწესებულებაა, რომლის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ასევე სოციალურ და კულტურულ სექტორებს.

საგანმანათლებლო საქმიანობა:

2002 – 2012 წლები- გალერეასთან არსებულ სკოლა სახელოსნოში მინანქრის ტექნოლოგია შეისწავლეს ამერიკელმა, ლიტველმა, უკრაინელმა, ჩეხმა და ყაზახმა მხატვრებმა.
2012 წელი –  საჯარო მასტერკლასი  გალერეა ,,მენო ნიშა”, ვილნიუსი, ლიტვა

2009 წელი – საჯარო მასტერკლასი ბიენელეზე “XXI მინანქრის ხელოვნების ხელახალი  დაბადება”- ოკლანდი, კალიფორნია, აშშ

2007 წელი – ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიის შემსწავლელი მასტერკლასი, ლიმოჟი, საფრანგეთი

განხორციელებული პროექტები:

2009 წელი – პროექტი “ქართული კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოში”,
დამფინანსებელი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

2006 წელი – პროექტი: “ტიხრული მინანქრის ტექნოლოგირი აღჭურვილობა”, დამფინანსებელი: საერთაშორისო ფონდი “ხელოვანთა დახმარებისათვის”.

2001 წელი – პროექტი: “თანამედროვე ქართული ტიხრული მინანქრის შემოქმედებითი სახელოსნოს განვითარება”, დამფინანსებელი: “საქართველოს დასაქმების ერთიანი ფონდი.

2001 წლიდან მოყოლებული დღემდე სკოლაში მომზადება გაიარა მზრუნველობას მოკლებულმა 120-მდე მოზარდმა. პროფესიის შეძენის შემდეგ მათ საკუთარი სახელოსნო დაარსეს და დღემდე გალერეის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. მათი ნამუშევრები ჩართულია აქ წარმოდგენილ მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში.

GE
EN GE