
ჩვენ შესახებ
შუასაუკუნოვანი ტრადიციის თანამედროვე გაგრძელება ტიხრული მინანქრის გალერეა ”ორნამენტი”
2001 წლის 2 იანვარს, საქართველოში, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ერეკლე II ქუჩაზე გაიხსნა, თანამედროვე ტიხრული მინანქრის გალერეა ,,ორნამენტი”. იგი დღემდე მინანქრის ხელოვნების ერთადერთი სპეციალიზირებული დაწესებულებაა და ემსახურება ქართული მინანქრის ტრადიციის აღდგენა-განვითარებას და მის ინტეგრაციას მსოფლიო კულტურაში.
ჩვენ ვართ ტონის მიმცემი მინანქრულ ხელოვნებაში, მის დიზაინსა და სტილზე, სადაც ხაზი ესმევა ორიგინალურობას, პიროვნულ ექსპრესიას და კარგ ხარისხს.
ჩვენი მიზანია მომხმარებელი და კოლექციონერები ვუზრუნველყოთ მაღალი დონის სერვისითა და ინფორმაციით გალერეა “ორნამენტი” წარმოადგენს მხატვრებს, რომლებმაც აითვისეს ტექნიკური დახელოვნების ყველა ნიუანსი, გააფართოვეს თემატიკა, გაამრავალფეროვნეს მინანქრების მხატვრული გამომსახველობის ხერხები.
მხატვრები,რომლებსაც წარმოადგენს ჩვენი გალერეა გამოირჩევა ინდივიდუალობით, მრავალმხრივი თემატიკით.ზოგიერთი ჩვენი მხატვარი მრავალსაუკუნოვანი თემების ინტერპრეტაციას ახდენს და თანამედროვე ფორმებს ქმნის, ზოგიერთი გვერდს უვლის ტრადიციებს პოსტმოდერნისტული გამომსახველობის სასარგებლოდ, ნაწილი შუა-საუკუნეების ქართულ_ბერძნული ხელოვნების ასლებს ან კიდევ მათ ვარიაციებზე მუშაობს.
2002 წლიდან გალერეასთან ფუნქციონირებს სკოლა-სახელოსნო.
გალერეის მიერ უცხოეთში ორგანიზებული პერსონალური გამოფენები:
- 2016 წელი – გალერეა ,,მენო ნიშა”, ვილნიუსი, ლიტვა
- 2015 წელი – გალერეა “მენო ნიშა”, ვილნიუსი, ლიტვა
- 2013 წელი – გალერეა “მენო ნიშა”, ვილნიუსი, ლიტვა
- 2012 წელი – გალერეა ,,მენო ნიშა”, ვილნიუსი, ლიტვა 7 საჯარო მასტერკლასი (მასტერკლასებს ხელმძღვანელობდა გალერეა “ორნამენტის” სამხატვრო ხელმძღვანელი თეა გურგენიძე)
- 2009 წელი – გალერეა Christensen Heller Gallery, ოკლენდი, კალიფორნია, აშშ
- 2009 წელი – სანფრანცისკო, ოკლანდი, აშშ მსოფლო მინანქრისტთა გილდიის მიერ ორგანიზებული ბიენელე “XXI საუკუნის მინანქრის ხელოვნების ხელახალი დაბადება” და საერთაშორისო კონფერენცია 5 საჯარო მასტერკლასი ბიენელეზე “XXI საუკუნის მინანქრის ხელოვნების ხელახალი დაბადება”. (მასტერკლასებს ხელმძღვანელიობდა გალერეა “ორნამენტის” სამხატვრო ხელმძღვანელი თეა გურგენიძე). მინანქრისტთა საერთაშორისო კონფერენციაზე – ორი 50 წუთიანი პრეზენტაციით, სადაც საზოგადოება გაეცნო არა მარტო თანამედროვე, არამედ ქართული ტიხრული მინანქრის უძველეს ტრადიციებს და თავისებურებებს (პრეზენტატორი გალერეა “ორნამენტის” დირექტორი ხათუნა ბაბუნაშვილი)
- 2008 წელი – გალერეა ,,მენო ნიშა”, ვილნიუსი, ლიტვა
- 2008 წელი – გალერეა “Art Space Gallery”, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
- 2007 წელი – გალერეა ,,მენო ნიშა”, ვილნიუსი, ლიტვა
- 2007 წელი – ლიმოჟის საგამოფენო დარბაზი, ლიმოჟი, საფრანგეთი ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიის შემსწავლელი მასტერკლასი (მასტერკლასებს ხელმძღვანელი – გალერეა “ორნამენტის” სამხატვრო ხელმძღვანელი, თეა გურგენიძე)
- 2005 წელი – მინანქრის ხელოვნების მსოფლიო ბიენალე ბარსელონა, ესპანეთი გამოფენა – კონკურსი, გრანპრი
- 2002 წელი – ინგლისის საელჩოს მიერ მოწყობილ ბრიტანეთის დედოფლის აღსაყდრების 50 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაში: (4 ავტორის მიერ შექმნილი ყელსაბამი დედოფლისათვის)
- 2001 წელი – საგამოფენო დარბაზი ,,ცდხ”(ЦДХ) მოსკოვი, რუსეთი
საგამომცემლო საქმიანობა:
2001 წლიდან გალერეამ ქართული თანამედროვე ტიხრული მინანქრის მეტი პოპულარიზაციის მიზნით შეადგინა და გამოსცა – 7 სპეციალიზირებული ბუკლეტი, სადაც ფართო საზოგადოებას წარუდგინა საქართველოში მომუშავე წამყვანი მხატვარ – მინანქრისტთა საავტორო ნამუშევრები.