მხატვრები

ბიოგრაფია

ირაკლი მეგრელიშვილის შემოქმედება მხატვრულ გადაწყვეტათა მრავალფეროვნებითა და სითამამით ხასიათდება. მხატვარი ერთმანეთთან თითქოს შეუთავსებელ თემებს, ფორმებსა და ფაქტურებს ერთ მხატვრულ სივრცეში ათავსებს და თავისი კომპოზიციებისა და ობიექტებისათვის სრულიად ახალი კონცეფტუალური საფუძვლის შექმნას ახერხებს. მის ნამუშევრებში ორგანულად ერწყმის ერთმანეთს არქაული ხელოვნების, არ-ნუვოსა თუ შუა საუკუნოვანი მინანქრის ხელოვნების ელემენტები. ამასთან, მხატვარი (ადვილი საცნობია, რომ ის მოქანდაკეა) თითქოს ვერ ეტევა ორგანზომილებიან სიბრტყეზე; სამკაულებსა თუ დეკორატიულ კომპოზიციებზე, სადაც წამყვანი ყოველთვის პლასტიკური საწყისია, ხშირად სიბრტყიდან ძალუმად ამოიზიდება მოცულობითი ფორმები. ზოგ შემთხვევაში კი მასალა სიბრტყის საზღვრებიდან სამგანზომილებიან სივრცეში გადაინაცვლებს და მცირე მინანქრულ ქანდაკებად იძერწება. მასალის, ტექნიკისა და მხატვრულ მოტივთა მრავალფეროვნება მაღალი დონის მინანქრის ოსტატს წარმოაჩენს.

ნამუშევრები

მეგრელიშვილი ირაკლი

მეგრელიშვილი ირაკლი

Born in 0
თბილისი, ერეკლე II-ის 7, 0105, საქართველო
2 93 64 12
შექმნილია Agora Solutions