მხატვრები

ბიოგრაფია

თეა გურგენიძე მინაქრის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით მთელ ფერწერულ კომპოზიციებს ქმნის. მხატვარი არ უფრთხის შედარებით ვრცელი სიბრტყის ათვისებას, სადაც წაყვანი სწორედ ნამუშევრის ფერწერული მეტყველება ხდება. მის კომპოზიციებში მოდერნის სხვადასხვა მიმართულების გამოსახვის საშუალებები ტრადიციულ მხატვრულ ხრეხებთანაა შერწყმული. მკვეთრი კონტურებისა და შუქ-ჩრდილით დამუშავებული მოცულობების მონაცვლეობა, ფორმის უტრირება საბოლოო ჯამში სახასიათო გამომსახველობას ქმნის. მინიმუმამდეა დაყვანილი მინანქრისათვის დამახასიათებელი დეტალიზაცია. ორნამენტი მსუბუქ დეკორატიულ აქცენტებად ნაწილდება საერთო კომპოზიციურ წყობაში.


ბუნებრივია, მცირე ზომის ნამუშევრების შემთხვევაში მეტი დატვირთვა ენიჭება დეკორატიულ დეტალებს. თუმცა აქაც მინიმალურად ნაწევრდება სიბრტყე. წამყვანი მხატვრული მნიშვნელობა მასიურ ბუნებრივ ქვებს-უმეტესად თბილად მანათობელ ქარვას აქვს მინიჭებული. ზოგჯერ თვითონ მინანქარის დაუტიხრავად დატოვებული დეტალები ახდენს ქვის ეფექტს. ასევე მნიშვნელოვანი მხატვრული ელემენტია თვითონ ლითონის დამუშავება-მისი ნაჭდევებიანი, დატიხრული და ელვარე ზედაპირების მონაცვლეობა. ყველაფერი ერთად კი ნამუშევრების დინამიურ, ენერგიით დამუხტულ გამომსახველობას განაპირობებს.

ნამუშევრები

გურგენიძე თეა

გურგენიძე თეა

Born in 0
თბილისი, ერეკლე II-ის 7, 0105, საქართველო
2 93 64 12
შექმნილია Agora Solutions