მხატვრები

ბიოგრაფია

სამკაული, რომელსაც დარეჯან ქოჩიაშვილი ქმნის, ბუნების მრავალფეროვნებას იმეორებს. ყელსაბამებზე, ბროშებზე, სამაჯურებსა და საყურეებზე ყვავილების გამოსახულებები და მცენარეული ორნამენტის მოტივებია დატანილი. ზოგ შემთხვევაში თვითონ სამკაულს აქვს ყვავილის, პეპლის, თაიგულის ფორმა. მასალად სხვადასხვა სახის ძვირფასი ქვები, ვერცხლი, ოქრო, ასევე ტყავია გამოყენებული. ძვირფასი ქვების ფერადოვნება შესაბამისად გადაწყვეტილ მინანქრის დეტალებში კიდევ უფრო ინტენსიურად მეტყველებს და დამატებით მცირე ნაზი აქცენტებით ფორმდება. ხშირია ლურჯისა და ოქროსფერის, ვერცხლისფერის ან ოქროსფერისა და მოვარდისფრო სადაფისფერის შეხამებები. ასე ეხმიანება ერთმანეთს ამეთვისტოს ქვა, მოიისფრო-სადაფისფერი მინანქარი და გარშემო იისფერი და თეთრი ნამსხვრევების ციმციმი; ლურჯი მინანქრის ზანზალაკის ფორმის მქონე ყვავილები ოქროსფერი ყლორტებით და ყელსაბამის ცენტრში გაბნეული მარგალიტის თვლები; ან მარგალისიტის მრავალ ფერად დაფერილი ნათება და მის ძირში გადაშლილი იგივე მოთეთრო-მოვარდისფროდ დაფერილი მომინანქრებული ფოთლები.


ნამუშევრები

ქოჩიაშვილი დარეჯანი

ქოჩიაშვილი დარეჯანი

Born in 0
თბილისი, ერეკლე II-ის 7, 0105, საქართველო
2 93 64 12
შექმნილია Agora Solutions