მხატვრები

ბიოგრაფია

საინტერესო მხატვრული გადაწყვეტა, დახვეწილი ფერადოვანი შეხამებები, მჟღერი კოლორიტი გამოარჩევს გურანდა კუპრეიშვილის ორიგინალურ სამკაულს. ბეჭდებისათვის მსგავსი ფორმაა შერჩეული_მინანქრით დაფარული ამობურცული, სოკოს ქუდის მსგავსი მასიური ზედაპირი ვერცხლის რკალზე. ეს ზედაპირები ან ორნამენტული დეკორით არის შემკული, ან პეპლებისა და ყვავილების გამოსახულებებით იფარება, ან ადამიანების ფიგურებს წარმოგვიდგენს-ნაციონალურ სამოსში გამოწყობილ ქალებს ან ხევსურული ორნამენტით გაწყობილ სამოსიან კაცებს. ეს სახასიათო ტიპაჟები სიბრტყეზე არ იხატება; ფიგურების ტანს, პერსონაჟთა სამოსს ბეჭდის “ბორცვი” წარმოადგენს, სადაც კიდევ ერთი პატარა ვერცხლის ბუდეში ჩასმული მინანქრის დეტალია მოთავსებული, რომელიც ფიგურის თავს ქმნის. ყირმიზით დაშვენებული ვარდისფერი სახეების ნაივური გამომეტყველება, კაბებზე დაწყობილი ხელები, აღმართული თავები და მზერა, ასევე ბეჭდის მოყვანილობის გამო შექმნილი გაბერილი კაბის ფორმა-ყველაფერი ეს პერსონაჟების პოზების, განწყობისა და ხასიათის გამოხატვას ემსახურება. ორნამენტული ნახატით დაფარული ბეჭდები, ისევე როგორც ასეთივე გამოსახულებებიანი გულსაკიდები, გამოირჩევა ნათელი, ხალასი ფერების ოსტატური შერწყმით. ზოგ შემთხვევაში ფერადოვანი გამომსახველობა სულ სამი ფერითა და ვერცხლის ტიხრების ინტენსიური ნათებით მიიღწევა.

ნამუშევრები

კუპრეიშვილი გურანდა

კუპრეიშვილი გურანდა

Born in 0
თბილისი, ერეკლე II-ის 7, 0105, საქართველო
2 93 64 12
შექმნილია Agora Solutions