მხატვრები

ბიოგრაფია

ჯიმი ლომინაძე ქმნის მინანქრის ხატებს, სამკაულს, მინანქრით გაწყობილ ნივთებს. მისი სამკაული სისადავით, თავშეკავებული კოლორიტით გამოირჩევა. იმ შემთხვევაშიც, როდესაც ზედაპირი მთლიანად მუშავდება, კოპოზიცია არ არის გადატვირთული დეკორატიული დეტალებით; მხატვარი იყენებს ერთგვაროვან, უმეტესად გეომეტრიულ ორნამენტს; ნახატი მარტივია, ფერისა და ხაზის რიტმულ მოძრაობაზე აგებული. გამორიცხულია სიჭრელე: კომპოზიციის ფერადოვნება ძირითადად ვერცხლის ტიხრების სინათლეს, შავი ფერის სტრუქტურულად წამყვან დეტალებს, ორი ფერისა და მათი ტონალური გრადაციების შეთავსებას ეფუძნება. სწორედ ეს ელემენტები განაპირობებენ ნამუშევრების სადა და გამომსახველ მხატვრულ მეტყველებას.
ხატების შექმნისას მხატვარი ტრადიციულ პრინციპებს მიჰყვება; იყენებს მინიატურისათვის დამახასიათებელ მხატვრულ ხერხებსაც.
ასევე ტრადიციულ გამომსახველობას ეხმიანება, თემატურადაც და მხატვრული გადაწყვეტის თვალსაზრისითაც, მცირე ზომის მომინანქრებული ქვევრები, რომლებსაც ვაზის ყლორტები და მტევნები ან მთისათვის დამახასიათებელი ორნამენტი ამშვენებს.

ნამუშევრები

ლომინაძე ჯიმი

ლომინაძე ჯიმი

Born in 0
თბილისი, ერეკლე II-ის 7, 0105, საქართველო
2 93 64 12
შექმნილია Agora Solutions