მხატვრები

ბიოგრაფია

განზრახ მოუხეშავი ნახატი და ფაქტურა, რამდენადმე უტრირებული, ოდნავ დაგრეხილი ფორმები-ეს მახასიათებლები მაია გოგოტიშვილის ნამუშევრების თავისებურ გამომსახველობას განსაზღვრავენ. ნახატი უმეტესად გამარტივებულია, პირობითად მონიშნული ფორმებით. სამკაულის ლითონის დეტალებში აქტიურად ერთვება წნული და გრეხილი ფორმები. ვერცხლისა და მოოქროვილი თხელი ფირფიტების უსწორმასწორო, ნაჭდევებიანი ზედაპირები უფრო დინამიურს ხდის ნამუშევრებს. შემთხვევითი არ არის, რომ სამკაულისა და ჯვრების გაფორმებაში აქტიურად ერთვება ვაზის მოტივი. ჯვრებიც სწორედ ვაზისაა. ვერცხლის ღეროზე შემოხვეული ვერცხლისავე გრეხილისაგან შედგენილი ვაზის ყლორტები და მომინანქრებულ ზედაპირებზე დატანილი ყურძნის მტევნები კომპოზიციაში ერთვებიან როგორც მხატვრული და ასევე სიმბოლური დატვირთვის მქონე ელემენტები.  

ნამუშევრები

გოგოტიშვილი მაია

გოგოტიშვილი მაია

Born in 0
თბილისი, ერეკლე II-ის 7, 0105, საქართველო
2 93 64 12
შექმნილია Agora Solutions