მხატვრები

ბიოგრაფია

მაია ჯიქია განსაკუთრებულად გამომსახველ ფორმას ეძებს. ამ ძიებისას ის არ ერიდება ძლიერ დეფორმაციას, სიმეტრიის დარღვევას, კონტრასტულ დაპირისპირებებს. შედეგად კი ორიგინალურ ბეჭდებს, გულსაბნევებს, ყელსაბამებსა და მედალიონებს ქმნის. ფორმები უმეტესად ირეგულარულია, დაწახნაგებული; ერთმანეთზე დადებული სიბრტყეებისა და ტეხილი კონტურების საშუალებით ფორმა რთულდება, მასში დამატებითი პლასტები იჭრება. მსგავსი ძიებები ნამუშევრების ფერადოვან გადაწყვეტაშიც ვლინდება. ერთმანეთს ენაცვლება ლოკალურისა და ერთმანეთში გადაღვრილი ფერების კომბინაციები. ხშირად თეთრის შერევით სხვადასხვა ტონები ნელნელა ღიავდება და ფერადოვანი სიბრტყეები თითქოს შიგნიდან ანათებენ. ცხოველხატულ ეფექტს ზოგჯერ მოულოდნელი ფერადოვანი აქცენტებიც განაპირობებენ.
ფერწერული გადაწყვეტის თვალსაზრისით იგივე პრონციპები გამოიყენება რელიგიურ კომპოზიციებში-ხატებსა თუ მედალიონებში.

ნამუშევრები

ჯიქია მაია

ჯიქია მაია

Born in 0
თბილისი, ერეკლე II-ის 7, 0105, საქართველო
2 93 64 12
შექმნილია Agora Solutions