მხატვრები

ბიოგრაფია

ნატიფი ფორმები, მხატვრულ გადაწყვეტათა მრავალფეროვნება და ფაქიზი ფერადოვანი გრადაციები გამოარჩევს მარიამ თუშიშვილის ნამუშევრებს. ბუნებრივი ქვები, მომინანქრებული სიბრტყეები და დეკორით დამუშავებული ვერცხლის დეტალები ორგანულად ერწყმის ერთმანეთს. ერთმანეთს ენაცვლება პეპლის ფორმის გულსაკიდები, მარგალიტის თვლებით გამშვენებული, ზღვის ფერებში გადაწყვეტილი რვაფეხას ფორმის გულსაბნები და გულსაკიდიდი, რომელიც მოყვანილობით კალიას მოგვაგონებს; ასევე ძველი ნიმუშებით შთაგონებული სამკაული, რომლებშიც ტრადიციულ ფორმებსა და ორნამენტს საინტერესოდ ერწყმის თანამედროვე ინტერპრეტაციები. ნამუშევრების ფერადოვანი გამა დაბინდულ, მქრქალ ფერთა ფაქიზ გრადაციებზეა დაფუძნებული.

ნამუშევრები

თუშიშვილი მარიამი

თუშიშვილი მარიამი

Born in 0
თბილისი, ერეკლე II-ის 7, 0105, საქართველო
2 93 64 12
შექმნილია Agora Solutions