მხატვრები

ბიოგრაფია

ნინო ჟღენტის სამკაულზე ერთანეთს ენაცვლება მარტივი გეომეტრიული და პლასტიკური ნახატით შედგენილი სტილიზებული მცეარეული ორნამენტი. სამკაული ხან მათი კონტრასტული შეპირისპირების შედეგად მიღებული დეკორით ფორმდება, ხან კი გამოკვეთილად ერთ მიმართულებას მიჰყვება. ფორმა ყოველთვის სადაა, დასრულებული. სიბრტყეები ხაზებისა და ფერების ზომიერ, გაწონასწორებულ რიტმიკაზე აგებული კომპოზიციებით ივსება. კოლორიტი თავშეკავებულია, ამასთან ნამუშევრები ყოველთვის ფერადოვნად გამომსახველია. ასე, ეფექტურად მუშაობს ლურჯსა და ცისფერ ფონებზე დატანილი ოქროსფერი ტიხრები; ან მუქ შინდისფერზე ლურჯი, ცისფერი და მწვანე აქცენტების რიტმული განაწილება. მხატვარი თავისებურ მხატვრულ გადაწყვეტას უძებნის ჯვრებს, რომლებიც ანგელოზებისა და ადამიანების სახეს იღებენ. ჯვრის ვერტიკალური ღერძი ტანს წარმოადგენს, ზედა ნაწილზე სახეებია დახატული; ხოლო განივი მკლავები ანგელოზის ფრთებს ან ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ქალებსა და კაცებს გამოსახავენ. ზედაპირები თითქმის არ ნაწევრდება; მხოლოდ ცალკეულ მცირე დეკორატიულ აქცენტებად ნაწილდება სამოსის შემამკობელი დეტალები. წამყვანი ერთგვაროვანი ფერია, ოღონდ ფერწერულად დამუშავებული და ამგვარად უფრო ცხოველად ამეტყველებული.

ნამუშევრები

ჟღენტი ნინო

ჟღენტი ნინო

Born in 0
თბილისი, ერეკლე II-ის 7, 0105, საქართველო
2 93 64 12
შექმნილია Agora Solutions