მხატვრები

ბიოგრაფია

ნინო ქურციკიძე თავის სამკაულში ბუნებრივად უთავსებს ერთმანეთს ტრადიციულ ფორმებსა და ორნამენტს და თანამედროვე, ინდივიდუალურ მხატვრულ ინტერპრეტაციებს. ვერცხლის ტიხრებისაგან შედგენილი მარტივი გეომეტრიული ორნამენტი მსუბუქ აქცენტებად ნაწილდება კომპოზიციურ წყობაში. სამკაულის ფორმებიც მარტივია, მკაფიო და სადა. სიმეტრია და ჰარმონია უდევს საფუძვლად ფორმას, ნახატს, ფერადოვან გამას. ტიხრული და ფერწერული მინანქარის, ბუნებრივი ქვებისა და ლითონის დეკორატიული დეტალების გემოვნებიანი შეხამებები მთლიანობაში განსაზღვრავენ სამკაულის მაღალ მხატვრულ გამომსახველობას.

ნამუშევრები

ქურციკიძე ნინო

ქურციკიძე ნინო

Born in 0
თბილისი, ერეკლე II-ის 7, 0105, საქართველო
2 93 64 12
შექმნილია Agora Solutions