მხატვრები

ბიოგრაფია

ნინო თადიაშვილი თავის სამკაულში, ფიგურატიულ და დეკორატიულ კომპოზიციებში მაქსიმალურად დატვირთულ, უხვად დეკორირებულ, ჭრელ ზედაპირებს ქმნის. მხატვარს იზიდავს ვრცელი სიბრტყეები, რომლებიც კომპოზიციის გაშლის მეტ საშუალებას იძლევიან, დეტალიზაცია და დეკორატიული ელემენტები. ამიტომ მიმართავს ხშირად სპარსული და ინდური მინიატურების თემას. მსგავს კომპოზიციებს ის მინანქრის ტექნიკის გამოყენებით ქმნის და მათ ხან ხის ზარდახშებზე, ხან ბუნებრივი ქვებითა და ლითონის დეტალებით გაფორმებულ ხის სადგამებზე ათავსებს. ეს სადგამებიც არასოდეს არის მარტივი მოყვანილობის; ფორმა გართულებულია, სხვადასხვა დეკორატიული ჩანართებით დატვირთული. ასეთივე დინამიური და დეტალებით დატვირთულია ნახატი. მხატვარი თამამად და დაუსრულებლად ექსპერიმენტირებს ფორმით, ფერით, მასალით.

ნამუშევრები

თადიაშვილი ნინო

თადიაშვილი ნინო

Born in 0
თბილისი, ერეკლე II-ის 7, 0105, საქართველო
2 93 64 12
შექმნილია Agora Solutions