მხატვრები

ბიოგრაფია

თამარ გრიგორაშვილი თავის ნამუშევრებში, რომლებიც მოიცავს როგორც სამკაულს, ასევე მინანქრის ხატებს, ტიხროვანი და ფერწერული მინანქრის სახვითი საშუალებების მაქსიმალური გამოყენებისაკენ ისწრაფვის. მისი ნამუშევრებისათვის, ზოგადად, დამახასიათებელია მკვეთრი ფერადოვნებისა და ექსპრესიული ხაზის საშუალებით მიღწეული გამომსახველობა, რისთვისაც მხატვარი ზოგჯერ ფორმისა და ფიგურათა პროპორციების გარკვეული ხარისხის დეფორმაციას, შუქ-ჩრდილის კონტრასტულ დაპირისპირებასაც მიმართავს.  მის მინაქრის სამკაულში, უმეტესად, სიბრტყე მაქსიმალურად დანაწევრებულია. დეკორატიული ეფექტის მისაღებად ფერადოვანი და ტიხროვანი მონაკვეთები ერთნაირად მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს. ფერადოვანი ფენები ძირითადად ტონალურ გრადაციებად ლაგდება და მომინანქრებულ ზედაპირებზე აქვარელის, მოზაიკის ან პასტელის ფერების საშუალებით მიღებული ფაქტურის შთაბეჭდილება იქმნება.

ნამუშევრები

გრიგორაშვილი თამარი

გრიგორაშვილი თამარი

Born in 0
თბილისი, ერეკლე II-ის 7, 0105, საქართველო
2 93 64 12
შექმნილია Agora Solutions