მხატვრები

ბიოგრაფია

მარინა ბაბუნაძის შემოქმედებაში რამდენიმე მიმართულება გამოიყოფა: რელიგიური თემატიკა, პეიზაჟი და ფიგურატიული კომპოზიცია თააბრად აიტერესებს მხატვარს. თუმცა, ყველა ნამუშევარს აერთიანებს გასაკუთრებული მისწრაფება დეკორატიული გამომსახველობისადმი. ყველაზე მეტად ეს ელემენტი ფიგურატიულ კომპოზიციებშია გამოვლენილი; ამ ტიპის ნამუშევრებში ქრისტიანული ხელოვნების ორნამენტისადმი დამოკიდებულება გადაჯაჭვულია აღმოსავლურ დეკორატიულობასთან. სკრუპულოზურად დამუშავებული ფიგურები უმეტესად ნეიტრალურ ან მხოლოდ მცირედად დანაწვრებულ  ფონზეა წარმოდგენილი. ამასთან, ამ ფონის ნეიტრალურობა თავისთავადი მნიშვნელობის მხატვრულ ელემენტად წარმოდგება: ხატოვნად ამეტყველებული თეთრი ფერი დათოვლილ სივრცედ აღიქმება და თან უხვად დეკორირებული დეტალების ვიზუალურად დამაბალანსებელ ელემენტს წარმოადგენს. დეკორატიული და გლუვი სიბრტყეების ამგვარი მონაცვლეობა, ისევე, როგორც ფერის ფაქიზი შეგრძნება შესაძლებლობას აძლევს მხატვარს შეინარჩუნოს ზომიერება. ეს სიფრთხილე განსაკუთრებით იჩენს თავს რელიგიურ კომპოზიციებში, სადაც დეტალიზაციის ხარისხიც და ფერადოვანი გამაც უფრო თავშეკავებულია.
კომპოზიციებში დენადი, ოდნავ სტილიზებული ხაზი და დანაწევრებული ფერადოვანი სიბრტყეები ხან სიმბოლოებით დატვირთულ მითოლოგიურ სამყაროს წარმოადგენს, ხან კი ძველი თბილისის კოლორიტული უბნების სიჭრელედ ფორმდება.

ნამუშევრები

ბაბუნაძე მარინა

ბაბუნაძე მარინა

Born in 0
თბილისი, ერეკლე II-ის 7, 0105, საქართველო
2 93 64 12
შექმნილია Agora Solutions