მხატვრები

ბიოგრაფია

პაატა პაატაშვილი ძველი სამყაროს არქეტიპების მძაფრად ინდივიდუალურ ინტერპრეტირებას ახდენს. მისი მხატვრული სამყარო ასოციაციურად დატვირთულია: პირველყოფილი მხატვრობის ნიმუშები, პიქტოგრამები, წარმართული და ადრექრისტიანული გამოსახულებები-ეს ვიზუალური ინფორმაცია მხატვრის ხედვის შესაბამისად ტრანსფორმირდება, ფორმა ნიშნამდე განზოგადდება და ახალ მხატვრულ რეალობად ფორმირდება.
ადამიანებისა და ცხოველების განზოგადებული გამოსახულებები, ნადირობის სცენები, ორნამენტული დეტალები ვერცხლის კრიალა, მოელვარე ფონზეა წარმოდგენილი. ვერცხლის ეს ინტენსიური პრიალი მათ გარემოს ქმნის, თვითონაც, ფაქტურულად სხვადასხვაგვარად გადაწყვეტილი, ფერის დატვირთვით ერთვება საერთო კომპოზიციურ ქარგაში. ფერებიც ინტენსიურია, მჟღერი, საერთო კოლორიტი, ფერთა სიმრავლის შემთხვევაშიც-დახვეწილი, მთლიანი, დაბალანსებული. საერთო გამომსახველობის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება კუთხოვანი და პლასტიკურად მეტყველი ხაზების რიტმულ მონაცვლეობას. ასევე ეფექტურად მუშაობს ვერცხლის ფონზე ამოჭრილი მონაკვეთები-ასეთები ან ცენტრში დაიტანება, ან კიდეზე-ჰორიზონტალური ან ირიბი ჭრების სახით, რაც კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას ანიჭებს კომპოზიციებს.


რელიგიურ თემაზე შექმნილი ნამუშევრებიც გამოირჩევა გამომსახველობის მაღალი ხარისხით, რასაც მხატვარი ფორმის მცირედი უტრირებით, სახეების ნაივური მეტყველების და ცხადია, მისთვის დამახასიათებელი მეტყველი, კონტრასტული ფერადოვანი შეხამებების  საშუალებით აღწევს.


ნამუშევრები

პაატაშვილი პაატა

პაატაშვილი პაატა

ქართველი
Born in 0
თბილისი, ერეკლე II-ის 7, 0105, საქართველო
2 93 64 12
შექმნილია Agora Solutions