მხატვრები

ბიოგრაფია

დავით ჯამრიშვილის ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია; ქართველი არისტოკრატების სახასიათო პორტრეტებით დაწყებული და პეიზაჟებითა და რელიგიური კომპოზიციებით დამთავრებული. ნამუშევრებისათვის თვისობრივია საერთო ლირიული, მსუბუქი, ზოგჯერ ერთგვარად ნოსტალგიური განწყობა. ნატიფი სქემატიზირებული კომპოზიციები, როგორც წესი, არანაკლები მხატვრული დატვირთვის მქონე ჩარჩოში თავსდება. ლითონის ბრტყელ დეკორირებულ ჩარჩოებს ხისა თუ ასევე ლითონის, ოღონდ ლერწივით მორკალული, ვაზის მსგავსად გადაწნული ჩარჩოები ცვლის. ზოგჯერ ისინი კომპოზიციის არა მხოლოდ მხატვრულ გაფორმებას, არამედ მის სტრუქტურულ ნაწილსაც წარმოადგენენ: ასე იქცევა ჩარჩოს სადგამი კომპოზიციაზე გამოსახული ხის ტანის გაგრძელებად, ან ხის მოჩარჩოება-მინანქრის თევზის კუდად.


იუმორნარევი სევდიანი განწყობა ახასიათებს ძველ დიდგვაროვანთა პორტრეტებს, სადაც ისინი ხან ნაივურად პოზირებენ, ხან თითქოს მარადიულობაში ფიქრს წაუღიან. ძველი მივიწყებული დროის გამოძახილად და მათთვის თითქოს შესატყვისი გარემოს შესაქმნელად გაიჟღერებს ფიგურების ფონზე გაბნეული ქართული წარწერები.

ნამუშევრები

ჯამრიშვილი დავითი

ჯამრიშვილი დავითი

Born in 0
თბილისი, ერეკლე II-ის 7, 0105, საქართველო
2 93 64 12
შექმნილია Agora Solutions