მხატვრები

ბიოგრაფია

ქეთი მამაცაშვილი ინდივიდუალური ხელწერის მქონე მხატვარია. მის სამკაულში ლითონის მძიმე, მოუხეშავი ფაქტურა მინანქრის უფაქიზეს ჩანართებთან არის უცნაურად ბუნებრივად შეთავსებული. შინაგანი დინამიკით ძლიერად დამუხტული, ორნამენტული ნაჭდევებით დაფარული ლითონის ბადეებიდან, რომელთა ზედაპირები განზრახ “გაურანდავადაა” დატოვებული, მოულოდენელად ამოანათებენ ბუნებრივი ქვები თუ გულდასმით შესრულებული ნაზი მომინანქრებული ზედაპირები. ამ დეტალების ფერწერული გამომსახველობა კიდევ უფრო მეტ კონტრასტს ქმნის თავისი დაბინდული თბილი ფერების ფაქიზი გრადაციებით. სწორედAამგვარი კონტრასტული შეხამებები, ფორმის, ფაქტურისა და ფერის ფლობა განსაზღვრავს ამ ნამუშევრების თავისებურებას.

ნამუშევრები

მამაცაშვილი ქეთი

მამაცაშვილი ქეთი

Born in 0
თბილისი, ერეკლე II-ის 7, 0105, საქართველო
2 93 64 12
შექმნილია Agora Solutions