ბოლოს დამატებული მაღაზია
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
2001 წლის 2 იანვარს, საქართველოში, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ერეკლე II ქუჩაზე გაიხსნა, თანამედროვე ტიხრული მინანქრის გალერეა ,,ორნამენტი”. იგი დღემდე მინანქრის ხელოვნების ერთადერთი სპეციალიზირებული დაწესებულებაა და ემსახურება ქართული მინანქრის ტრადიციის აღდგენა-განვითარებას და მის ინტეგრაციას მსოფლიო კულტურაში. ჩვენ ვართ ტონის მიმცემი მინანქრულ ხელოვნებაში, მის დიზაინსა და სტილზე, სადაც ხაზი ესმევა ორიგინალურობას, პიროვნულ ექსპრესიას და კარგ ხარისხს. ჩვენი მიზანია მომხმარებელი და კოლექციონერები ვუზრუნველყოთ მაღალი დონის სერვისითა და ინფორმაციით გალერეა “ორნამენტი” წარმოადგენს მხატვრებს, რომლებმაც აითვისეს ტექნიკური დახელოვნების ყველა ნიუანსი, გააფართოვეს თემატიკა, გაამრავალფეროვნეს მინანქრების მხატვრული გამომსახველობის ხერხები. მხატვრები,რომლებსაც წარმოადგენს ჩვენი გალერეა გამოირჩევა ინდივიდუალობით, მრავალმხრივი თემატიკით.ზოგიერთი ჩვენი მხატვარი მრავალსაუკუნოვანი თემების ინტერპრეტაციას ახდენს და თანამედროვე ფორმებს ქმნის, ზოგიერთი გვერდს უვლის ტრადიციებს პოსტმოდერნისტული გამომსახველობის სასარგებლოდ, ნაწილი შუა-საუკუნეების ქართულ_ბერძნული ხელოვნების ასლებს ან კიდევ მათ ვარიაციებზე მუშაობს